მომხმარებლები რჩევას უკვე AI-ს ეკითხებიან. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ChatGPT-მ, Gemini-მ და სხვა AI ასისტენტებმა სწორედ შენი ბიზნესი ურჩიონ და არა კონკურენტი.
მაინტერესებს!ბრენდები, რომლებიც გვენდობიან:
ადრე კლიენტი Google-ში გწერდა და საიტების სიას ათვალიერებდა. დღეს ის სულ უფრო ხშირად პირდაპირ AI-ს ეკითხება: „სად ვიყიდო?", „ვინ ჯობია?", „რა ღირს?". AI კი ბმულების სიის ნაცვლად ერთ მზა პასუხს აძლევს და ამ პასუხში მხოლოდ რამდენიმე ბიზნესი ხვდება.
AI SEO არის შენი საიტის და ონლაინ რეპუტაციის მომზადება ხელოვნური ინტელექტისთვის: ისე, რომ AI-მ შენი ბიზნესი იცნოს და თავად ურჩიოს მომხმარებელს. ამ მიმართულებას სხვა სახელებითაც შეხვდები: GEO (Generative Engine Optimization), AEO (Answer Engine Optimization) ან LLM ოპტიმიზაცია. სახელი სხვადასხვაა, არსი კი ერთი: როცა შენს სფეროზე კითხვა დაისმის, პასუხში შენ უნდა ჩანდე.
AI სწავლობს ღია წყაროებიდან და პასუხში მხოლოდ საუკეთესოდ აღწერილ ბიზნესებს ასახელებს
ადამიანი ეკითხება AI-ს რჩევას ყოველ კვირას. ChatGPT დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტია.
ხვდება ხოლმე AI-ს პასუხში. Google-ის პირველი გვერდი 10 ადგილს იძლევა, AI კი ხშირად მხოლოდ ორ-სამ ბიზნესს ასახელებს.
ჯერ ცოტა ქართული ბიზნესი მუშაობს AI ხილვადობაზე. ადრეული სტარტი ნიშნავს, რომ AI შენს სახელს კონკურენტებზე ადრე დაიმახსოვრებს.
სრული ციკლი: აუდიტიდან ყოველთვიურ მონიტორინგამდე.
ვამოწმებთ, რას ამბობს დღეს შენს ბიზნესზე ChatGPT, Gemini და სხვები: გიცნობენ თუ არა, ვის ასახელებენ შენს ნაცვლად და რატომ.
ვწერთ და ვალაგებთ გვერდებს ისე, რომ AI-მ ზუსტად გაიგოს, რას აკეთებ, სად მუშაობ და რით გამოირჩევი.
ვამატებთ Schema.org მარკირებას: სერვისები, მისამართი, შეფასებები, კითხვა-პასუხი. ეს ის ენაა, რომელსაც AI ყველაზე მარტივად კითხულობს.
გზას ვუხსნით AI-ს რობოტებს: robots.txt, llms.txt, სწრაფი ჩატვირთვა და სუფთა სტრუქტურა, რომ საიტის წაკითხვა არაფერმა შეაფერხოს.
ვაძლიერებთ Google Business Profile-ს, შეფასებებს, ხსენებებს და ციტირებებს იმ წყაროებში, საიდანაც AI სწავლობს.
ყოველთვიურად ვამოწმებთ AI-ს პასუხებს შენს სფეროში და ნათლად ხედავ, სად გამოჩნდი და რა გაუმჯობესდა.
AI ასისტენტები ბევრ ინფორმაციას Google-ის შედეგებიდან იღებენ: ვინც Google-ში მაღლა დგას, მას AI-ც უფრო ხშირად ასახელებს. ამიტომ საუკეთესო შედეგს ორივე ერთად იძლევა: SEO ოპტიმიზაცია ქმნის საფუძველს, AI SEO კი ზრუნავს, რომ ახალ ძიებაშიც წინ იყო.
ნახე SEO სერვისი →შეავსე ფორმა ან მოგვწერე WhatsApp-ში. შეგიმოწმებთ AI ხილვადობას და გეტყვით, რა გამოასწორო პირველ რიგში.